|
2022-03-11 12:28:50, 592 ნახვა
მსოფლიო
Facebook-სა და Instagram-ზე ოკუპანტებზე სიძულილის ენით საუბარი დროებით ნებადართული გახდა
სოციალური პლატფორმები Facebook და Instagram ზოგიერთ ქვეყნაში მომხმარებლებს დროებით მისცემს საშუალებას, განათავსონ სიძულვილის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცემის მიმართ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის კონტექსტით. - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. კომპანია "მეტა", ასევე დროებით დაუშვებს ისეთ პოსტებს, რომელიც გამოხატავს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ან ბელარუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს სიკვდილის მოწოდებებს. "უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად, ჩვენ დროებით დავუშვებთ პოლიტიკური გამოხატვის ისეთ ფორმებს, რომლებიც ჩვეულებრივ არღვევს ჩვენს წესებს, მაგალითად, ძალადობრივი ენის შემცველი ფრაზა, როგორიცაა "სიკვდილი რუს დამპყრობლებს". თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ ვუშვებთ მოწოდებებს ძალადობისკენ რუსი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ" - ნათქვამია "მეტას" სპიკერის განცხადებაში. Reuters წერს, რომ ლიდერების სიკვდილის შესახებ მოწოდებები დაიშვება, თუ ისინი არ შეიცავენ სხვა ინდიკარორებს, ადგილმდებარეობას, ან მეთოდს. "რუსი ჯარისკაცების მიმართ ძალადობის მოწოდების პოლიტიკის დროებითი ცვლილება ეხება სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, საქართველოს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას. - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)