|
2022-03-11 00:11:23, 803 ნახვა
მსოფლიო
ჩერნიგოვის რაიონში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქი ნიჟინი დაბომბეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები
ჩერნიგოვის რაიონში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქი ნიჟინი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას აღნიშნული ქალაქის მერი, ალექსანდრე კოდოლა სოციალურ ქსელში ავრცელებს. განცხადების მიხედვით, უკანასკნელი ცნობებით, თავდასხმას 2 პირი ემსხვერპლა და დაშავდა 8 ადამიანი. „2022 წლის 10 მარტი, საღამო. ეშმაკურად მოქმედებენ, ოკუპანტები, არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წესებს, ახორციელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას დასახლებებში და მაგისტრალებზე. ასე რომ, ამ მომენტში უფრო უსაფრთხოა სახლში დარჩენა ან თავშესაფარი. დღეს, 14:20 საათზე, რუსეთის ფედერაციის „ქარიშხლის“ მიერ დაბომბვა მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია 8 დაშავებულსა და 2 დაღუპულზე. აფეთქების შედეგად დაზიანდა 40 მეტრი თერპლოტრა, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, დღის ბოლომდე გათბობა სახლებში უნდა აღდგეს. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 4 სახლი, სარემონტო სამუშაოები ხვალ განახლდება. მე-17 სკოლაში, 25-ე საბავშვო ბაღსა და მე-6 საოჯახო მედიცინის ამბულატორიაში, აფეთქების შედეგად მინები დაზიანდა, შესაბამისი სამსახურები საგანგებო სიტუაციის შედეგებს აცილებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)