|
2022-03-10 23:54:09, 590 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი უკრაინაზე - ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება იმ ქვეყანასთან, რომელიც ომშია ირეალურია
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკება იმ ქვეყანასთან, რომელიც ომშია არარსებულია. „შეგვიძლია თუ არა, გავხსნათ გაწევრიანების პროცედურა იმ ქვეყანასთან, რომელიც ომშია? მე ასე არ ვფიქრობ", - თქვა ემანუელ მაკრონმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ. 1 მარტს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ. ახლა ეს რეზოლუცია გადაეცემა ევროკავშირის ინსტიტუტებს, რომლებსაც უფლება აქვთ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და საზოგადოების ყველა წევრ ქვეყანას. დოკუმენტი ასევე გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. რეზოლუცია საკონსულტაციო ხასიათისაა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)