|
2022-03-10 23:46:09, 932 ნახვა
მსოფლიო
მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინისათვის ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზა არ არსებობს
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტე აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფი გზა არ არსებობს. UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, რუტემ ამის შესახებ ვერსალში (საფრანგეთი) ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურთა არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა. მარკ რუტეს თქმით, ნიდერლანდები იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას მხარი დაუჭირა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო უკრაინის გვერდით დგას. „პირველ რიგში, ნიდერლანდები იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოვიდა სამხედრო მხარდაჭერით. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მხარი დაუჭირა სანქციების მკაცრ პაკეტს. ამიტომ, ეჭვგარეშეა, რომ ნიდერლანდები უკრაინის გვერდით დგას, მაგრამ ამ პროცესში, არ არსებობს დაჩქარებული შესვლის მარშრუტი. ის არ არსებობს“, - განაცხადა რუტემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)