|
2022-03-10 23:32:52, 766 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იგი თავს პუტინის „ნომერ პირველ მტრად“ მიიჩნევს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავს პუტინის „ნომერ პირველ მტრად“ მიიჩნევს. ამის შესახებ გერმანულ გაზეთ Die Zeit-ისთვის მიცემულ ინტერვიუშია ნათქვამი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისი დაშინება „არ გამოდგება“. „ისინი ხედავენ სახელმწიფოს მეთაურს, ხედავენ პოლიტიკოსებს, ხედავენ ეკონომიკურ მაგნატებს, იმედოვნებენ, რომ შეძლებენ ყველა იყიდონ ან დააშინონ, მაგრამ ჩემზე დანამდვილებით იციან, რომ ეს არ გამოდგება. ამიტომ, არის ასეთი საფრთხე“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა. მან ასევე აღნიშნა, რომ კრემლი უკრაინელი ხალხის მიერ თავისი ქვეყნის დაცვას არ ელოდა. „პუტინის ხალხმა უბრალოდ არ იცის უკრაინა, მაგრამ უკრაინა ასეთია. როცა უკრაინა შენთანაა, თავს დაცულად გრძნობ. ეს არის წესი, რომელიც ბევრმა დასავლეთშიც უნდა ისწავლოს“, - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)