|
2022-03-10 17:31:21, 559 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე 71 ბავშვი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრიდან დღემდე 71 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი ბავშვი დაშავდა. - ამის შესახებ ინფორმაციას უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა დამცველი ლუდმილა დენისოვა ავრცელებს. "რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრისთვის, რუსი ბოევიკების ქმედებებისთვის, ჟენევის კონვენციის დარღვევისთვის, უკრაინა განუზომელ ფასს იხდის - მისი შვილების სიცოცხლეს, ჩვენი ხალხის მომავალს. ", - განაცხადა ომბუდსმენი. ცნობისთვის, ჟიტომირის რეგიონში, საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა 7 კერძო ერთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ხარკოვის ოლქის სოფელ ჟუკოვსკის ბაზრობაზე დაბომბვისას 16 წლის ბიჭი დაიღუპა. გარდა ამისა, ცნობილია რომ, ხარკოვის ოლქის დაბომბვის შედეგად, მტრის ჭურვი კერძო საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ნანგრევების ქვეშ 4 ადამიანი დაიღუპა: 2 ქალი და 2 ბავშვი.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)