|
2022-03-10 16:22:17, 441 ნახვა
მსოფლიო
მუხიანის აგარაკებზე გლდანის რაიონის გამგეობის მიერ საგზაო სამუშაოები გრძელდება
მუხიანი 2-ში, (მუხიანის აგარაკებზე) გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილსის მერია იუწყება. განცხადების მიხედვით, ამჯერად, დასრულდა საზანო - ჟვანიას ქუჩის დამაკავშირებელი მონაკვეთის რეაბილიტაცია. აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე გრუნტის გზა იყო. ახლა კი მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი და 1 565 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 140 019 ლარი დაიხარჯა. „დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო. გარდა ამისა, მუხიანის აგარაკებზე არაერთი ქუჩა მოწესრიგდა და სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე პარალელურ რეჟიმში ახლაც მიმდინარეობს. კაპიტალურად წესრიგდება იაკობის, გრემის ქუჩები. უახლოეს მომავალში კი დაიწყება გამარჯვების ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)