12:59 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-10 16:14:16, 459 ნახვა

მსოფლიო
სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები 40-ზე მეტი დევნილი ოჯახი ახალ ბინას მიიღებს

ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები, ადმინისტრაციული დაპირების მქონე, ორ ოთახიანი ბინის მომლოდინე 43 დევნილი ოჯახი, ახალ საცხოვრებელ ფართს მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება.

განცხადების მიხედვით, დევნილთა სააგენტო აგრძელებს ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების განსახლების პროცესს. როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ჯაბა სირბილაძემ, დევნილთა საინიციატივო ჯგუფთან მორიგ შეხვედრაზე განაცხადა, უახლოეს მომავალში ორ ოთახიანი ბინის კანდიდატი დევნილი ოჯახები ახალი საცხოვრებელი ფართებით სრულად დაკმაყოფილდებიან. სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით გაწეული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.  

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ 40 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი უკვე გადაეცა. ორ ოთახიანი ბინის კანდიდატი 43 დევნილი ოჯახი ახალი ბინას თბილისში მიიღებს, ორი დევნილი ოჯახი კი რეგიონში განსახლდება. ჯაბა სირბილაძის განმარტებით საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების პროცესი აქტიურ ფაზაშია, 2022 წელს კი ადმინისტრაციული დაპირების შესაბამისად, „ქართლში“ მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი, ეტაპობრივად განსახლდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics