12:59 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-10 14:49:17, 594 ნახვა

მსოფლიო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას გადაუდებელი დახმარების სახით 1,4 მილიარდ დოლარს გადაურიცხავს

პროგრამის ფარგლებში გაწეული დახმარება უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებასა და მის საგადასახდელო ბალანსის მხარდაჭერას, ხელს მისცემს.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა, კირილ შევჩენკომ განაცხადა.

„დღეს, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უკრაინას გადაურიცხა 1,4 მილიარდი დოლარის ექვივალენტი, სწრაფი დაფინანსების ინსტრუმენტის გადაუდებელი დახმარების პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად“, - წერს შევჩენკო Facebook-ზე .

მისი თქმით, ამ პროგრამით გათვალისწინებული სახსრები ხელს შეუწყობს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებასა და უკრაინის საგადასახდელო ბალანსის მხარდაჭერას.

უკრაინის მიერ თანხების გამოყენებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ფინანსთა სამინისტრო, როგორც უკრაინის ფინანსური აგენტი ფონდთან ურთიერთობაში მიიღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრელთა 64% მოელის, რომ მადიარი უკრაინასთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს
ხარება ფიქრობს რომ მისი მოძალადე სპეცრაზმელები ჩაუშვეს - TVPirveli
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics