|
2022-03-10 13:48:45, 464 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვმა „ანტირუსული სანქციებით“ შექმნილ ვითარებას უპრეცედენტო უწოდა
მსგავსი ეკონომიკური ომი, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში დაიწყო, ჯერ არ ყოფილა, სიტუაცია უპრეცედენტოა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პროგნოზების გაკეთება ფასების ზრდასთან დაკავშირებით, არ ღირს, საჭიროა ზომების მიღება უარყოფითი შედეგებისა და შემდგომი რისკების შესამცირებლად“, - განახადა დიმიტრი პესკოვმა. მანამდე, რუსულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ კვირაში, 26 თებერვლიდან 4 მარტამდე პერიოდში რუსეთის ფედერაციაში ფასები 2.22%-ით გაიზარდა. მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა შიდა მსუბუქ მანქანებზე: ისინი 17.09%-ით გაძვირდა, უცხოური ავტომობილების ფასები კი 15.2%-ით შემცირდა. შედარებითი ზრდა დაფიქსირდა საყოფახოვრებო ტექნიკაზეც, ასევე, პროდუქტებზე. მედიკამენტებზე ფასები ინფლაციაზე მაღალი ტემპით გაიზარდა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)