|
2022-03-10 01:20:55, 660 ნახვა
მსოფლიო
ლიზ ტრასი - უკრაინის ცის დასაცავად საუკეთესო საშუალება საჰაერო იარაღია, რომელსაც ბრიტანეთი მას მიაწვდის
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა, ოთხშაბათს განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწოდებს. „ცის დასაცავად საუკეთესო გზა არის საჰაერო იარაღი, რომელსაც დიდი ბრიტანეთი აპირებს, რომ უკრაინას მიაწოდოს“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა ამერიკელ კოლეგასთან, სახელმწიფო მდივანთან, ანტონი ბლინკენთან ერთად, ვაშინგტონში საუბრისას. „დიდი ბრიტანეთი არ ცდილობს, უკრაინაში საევაკუაციო დერეფნებზე აკრძალული ზონის შექმნას, რადგან ეს ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირ დაპირისპირებამდე მიგვიყვანს და ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა“, - დასძინა ლიზ ტრასმა. მისივე თქმით, დიდ ბრიტანეთს სურს, რომ რუსეთმა SWIFT-ის გადახდის სისტემიდან სრული აკრძალვა უნდა მიიღოს და G7-ის ყველა ქვეყანამ უნდა დაასრულოს, რუსული ნავთობისა და გაზის გამოყენება. „ჩვენ ჩვენი პასუხით, უფრო შორს და სწრაფად უნდა წავიდეთ. ჩვენ ჩვენი სანქციები უნდა გავაორმაგოთ“, - განაცხადა მან. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა „უზარმაზარ ტკივილს და ტანჯვას“ იწვევს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „იმ პროგრესს, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა ვერ აღწევს“. „ჩვენ ჩვენი ერთიანობითა და სანქციების სიმკაცრით პუტინი გავაკვირვეთ. ამის საშუალებით დავარტყით ბანკებს, გემებს, თვითმფრინავებს, ოლიგარქებს, ნავთობისა და გაზის შემოსავლებს. ახლა დანებების დრო არ არის. პუტინი უნდა დამარცხდეს“, - აღნიშნა ლიზ ტრასმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)