|
2022-03-09 23:27:08, 593 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - კომპრომისების გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ეს ჩემი ქვეყნის ღალატი არ უნდა იყოს
„კომპრომისების გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის ღალატი. ეს ომი, მხოლოდ ორი პრეზიდენტის პირდაპირი მოლაპარაკების შემდეგ შეგვიძლია დავასრულოთ“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან პირდაპირი კონტაქტი, ამ დრომდე არ ჰქონია. „აქ კითხვა ის არ არის, რისი მიცემა შემიძლია. ყოველი მოლაპარაკების დროს, ჩემი მიზანია რუსეთთან ომის დასრულება. მე ასევე, მზად ვარ გადავდგა გარკვეული ნაბიჯები. კომპრომისების გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის ღალატი. და მეორე მხარეც მზად უნდა იყოს კომპრომისისთვის – ამიტომაც უწოდებენ მათ კომპრომისებს. ეს ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. პრეზიდენტებს პირდაპირი კონტაქტი ჯერ არ გვქონია. მხოლოდ ორი პრეზიდენტის პირდაპირი მოლაპარაკების შემდეგ შეგვიძლია დავასრულოთ ეს ომი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)