12:04 - 08 May, 2026
|
2022-03-09 23:01:51, 565 ნახვა
მსოფლიო
გაერო მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვაზე - ჯანდაცვა „სამიზნე არასდროს, არასდროს“ არ უნდა იყოს
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, საავადმყოფოს დაბომბვის „შოკისმომგვრელ ცნობებს თვალს ადევნებს“ და აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულებების საავადმყოფოები და ჯანდაცვის მუშაკები „სამიზნეები არასდროს, არასდროს უნდა იყვნენ“. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოითხოვა, თავდასხმები ჯანდაცვის, საავადმყოფოების, ჯანდაცვის მუშაკების, სასწრაფო დახმარების მანქანებზე დაუყოვნებლივ შეწყდეს - არცერთი მათგანი სამიზნე არ უნდა იყოს“, - ამის შესახებ გაეროს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა. სტეფან დუჟარიკმა თქვა, რომ ჰუმანიტარული კრიზისი უკრაინაში „სწრაფად გაუარესებას აგრძელებს". მისივე სიტყვით, ომის დაწყებიდან უკრაინის საზღვრები 2,2 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამბავს CNN იუწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)