12:05 - 08 May, 2026
|
2022-03-09 21:53:29, 781 ნახვა
მსოფლიო
მარიუპოლში, სამშობიაროს დაბომბვის შედეგად ექიმები და ორსული პაციენტები დაშავდნენ
მარიუპოლის სამშობიაროზე ავიაიერიშის შედეგად, რომელიც დღეს, რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს, 17 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ UAraz-ის ეთერში გაავრცელა. „ამ დროისთვის მარიუპოლის მე-2 სამშობიაროზე ავიაიერიშის შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 17 ადამიანს შეადგენს. დაშავებულებს შორის სამედიცინო პერსონალი და ორსული ქალები არიან. დაღუპულები არ არიან“, - განაცხადა პაველ კირილენკომ. მისივე თქმით, ოთხშაბათს, 9 მარტის დილის მდგომარეობით, მარიუპოლში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 1207 ადამიანს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)