|
2022-03-09 15:07:25, 704 ნახვა
მსოფლიო
მარია ზახაროვას განცხადებით, ცალსახაა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი „არაადეკვატურ“ მდგომარეობაშია
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების ანალიზი, მათ შორის, ნატო-ში შესვლასთან დაკავშირებით, ასევე ყირიმის საკითხზე, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებზე, უნდა მოხდეს მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც არაადეკვატურია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა. „თქვენ ხომ ხედავთ, როგორ სპეციფიურ მდგომარეობაში იმყოფება ის, როდესაც გამოდის მიკროფონთან. უკვე სპეციალისტებმა უნდა დაიწყონ გარკვევა, რა ხდება მის თავს. ამიტომ ღრმად და სერიოზულად მისი განცხადებები ანალიზი შეუძლებელია კონკრეტულად ახლა, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ზახაროვამ. ზახაროვამ დასძინა, რომ „ცალსახაა“, უკრაინის პრეზიდენტის მდომარეობა „არაადეკვატურია“. „და რა მდგომარეობაში რას აკეთებს ის, მეტყველებს იმაზე, რომ არ არის შესაძლებლობა სერიოზულად დაყრდობის მის განცხადებებზე, როგორც ჩამოყალიბებული პოზიციის გამოხატვაზე“, - განაცხადა ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)