11:08 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 12:17:33, 509 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის პოლიციამ მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა არმიის „დისკრედიტაციის“ შესახებ კანონი, 144 ოქმი შეადგინა

რუსეთის პოლიციამ მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა რუსეთის არმიისა და მისი ქმედებების საზღვარგარეთ „დისკრედიტაციის“ შესახებ კანონი, 144 ოქმი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას Network Freedom-ის იურიდიული დახმარების პროექტი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, 7 მარტის დილით, ახალი მუხლით ბრალი უკრაინაში ომის საწინააღმდეგო აქციების 60 მონაწილეს წარუდგინეს, შვიდის დაჯარიმება უკვე მოასწრეს 30-დან 60 ათას რუბლამდე.

ამასთანავე, ორგანიზაცია წერს, რომ ჯარიმების ჯამური რაოდენობა 235 ათასი რუბლია. ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, ხუთი ოქმი შედგა სანკტ-პეტერბურგში, ვოლგოგრადში, მინიმუმ ექვსი კრასნოიარსკში და მინიმუმ 53 კალინინგრადში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც შეიარაღებული ძალების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულ გახდა, რაც 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა, აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ისეთი მოწოდებებისთვის, რომლბიც „ეწინააღმდეგება რუსული ჯაარების გამოყენებას რუსეთთან ინტერესების დასაცავად“.

ამასთანავე,  აღნიშნული კანონპროექტი გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც საპროტესტო აქციაზე აღნიშნულ მოთხოვნებს გააჟღერებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics