|
2022-03-08 17:20:17, 1070 ნახვა
მსოფლიო
დმიტრო კულებამ საერთაშორისო კომპანიებს რუსეთში, საქმიანობის შეწყვეტისკენ მოუწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო კომპანიებს მოუწოდა თავიანთი საქმიანობა რუსეთში, გაყინონ ან შეწყვიტონ. „მოგიწოდებთ თქვენ და თქვენს ორგანიზაციას შეუერთდეთ ეთიკურად და სოციალურად პასუხისმგებელ გლობალურ ბიზნესს, რომლებმაც უკვე შეაჩერეს ან გაყინეს ოპერაციები რუსეთის ფედერაციასთან ან მის ტერიტორიაზე. რომლებიც უარს ამბობენ რუსული ძალადობის, მკვლელობებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაფინანსებაზე მათი გადასახადებით. როგორც კი უკრაინა მოიგებს ამ ომს, ჩვენ დავიწყებთ ჩვენი ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განახლებას, გავაგრძელებთ რეფორმების გზას, რათა გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამასთან დაკავშირებით, მინდა მოვიწვიო თქვენი კომპანია, გამოუცხადოს სოლიდარობა უკრაინას და შეუერთდეს სხვა მრავალეროვნულ კომპანიებს, რომლებმაც უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, დაიწყოს ან განაახლონ ბიზნესი ჩემს ქვეყანაში“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. ცნობისთის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, არაერთმა ისეთმა დიდმა კომპანამ გადაწყვიტა საქმიანობის შეჩერება, როგორიცაა Apple, Zara, Sephora და სხვები.
უცხო ქვეყნის 45 მოქალაქე დააკავეს
პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ღია წერილით მიმართავს
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2 000 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახების წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)