2022-03-08 12:32:36, 573 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - რუსული მხარის დანაკარგი 12 000 ჯარისკაცს აღემატება, განადგურებულია 303 ტანკი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 8 მარტამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 12 000-ს აღემატება.
უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 303 ტანკი, 1 036 ჯავშანტექნიკა, 120 საარტილერიო სისტემა, 56 სარაკეტო სისტემა და 27 საჰაერო თავდაცვის საშუალება გაანადგურეს.
ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 48 თვითმფრინავი, 80 ვერტმფრენი, 474 საავტომობილო ტექნიკა, 7 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და გემები/ნავები - 3 ერთეული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,