2022-03-07 17:43:39, 554 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი ასახელებს პირობებს, რა შემთხევაშიც რუსეთი უკრაინასთან ომს შეწყვეტს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის შეწყვიტოს საომარი მოქმედებები "მომენტალურად" თუ უკრაინა კონკრეტულ პირობებს დათანხმდება.
კერძოდ კრემლი მოითხოვს, უკრაინის კონსტიტუციის შეცვლას ნეიტრალიტეტის დაცვით, ქვეყანამ უარი განაცხადოს ნებისმიერ ბლოკში გაწევრიანებაზე. ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას და სეპარატისტული რესპუბლიკების დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას.
პესკოვმა როიტერს სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა, რომ უკრაინამ პირობების შესახებ იცის. „და ამ ყველაფრის შეჩერება ერთ წამში შეიძლება“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,