19:00 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-07 11:13:42, 713 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - მიუხედავად გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საფრთხე არ გვემუქრება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად რეგიონში არსებული გამოწვევებისა, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს მაღალი ეკონომიკური ტემპი.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიუხედავად გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში შენარჩუნდება მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა.

მანვე დასძინა, რომ საქართველოს არანაირი საშიშროება და საფრთხე არ ექმურება.

„გამოწვევები დიდია რეგიონში, მაგრამ ჩვენ უნდა გადავეწყოთ ისე, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. საჭიროა ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია, ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი აქტიურად ხვდებიან და ესაუბრებიან ბიზნესს, მეც აქტიურად ჩავერთვები და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ტემპი ამ წელს. მიუხედავად გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში ჩვენ შევინარჩუნეთ და შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება და საფრთხე არ გვექმურება და ასე მშვიდად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics