08:58 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-06 14:30:44, 600 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, რუსეთი უკრაინაში წესების სასტიკი დარღვევით შეჭრისთვის დიდი ხანი ემზადებოდა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებით, რუსეთი დიდი ხანი ემზადებოდა უკრაინაში შეჭრისთვის. ამის შესახებ სახელმწიფო მეთაურმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.  

ზელენსკის მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ წინასწარ დაგეგმა ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა.

"რუსი სამხედროები, რომლებიც ჩვენმა დამცველებმა დაატყვევეს, ასობით პატიმარი, მათ შორის არიან იმ თვითმფრინავების მფრინავები, რომლებმაც დაბომბეს ჩვენი ხალხი და ჩვენი ქალაქები. ჩვენ მოვისმინეთ მათი ჩვენებები, ვნახეთ დოკუმენტები, რუკები და არა გუშინდელი გეგმები. არა იმპროვიზაცია, ეს ომია. მათ მოამზადეს ეს შემოჭრა სასტიკად და ცინიკურად, შეგნებულად, ომის წესების დარღვევით. ამიტომ ხარკოვმა, მაშასადამე ჩერნიგოვმა, მაშასადამე სუმიმ, მარიუპოლმა და სხვა ქალაქებმა წმინდა ბოროტება დაინახეს. ეს იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენ არ დავუშვებთ რომ მოვკლათ ჩვენი კაცობრიობა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics