07:52 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 20:39:45, 811 ნახვა

მსოფლიო
სალომე ზურაბიშვილი - როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, პუტინმა ევროპას მეორე სიცოცხლე მისცა და შექმნა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა

„რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ევროპის გაერთიანებაში, ვლადიმერ პუტინს დიდი წვლილი მიუძღვის. მან შექმნა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა; მან მეორე სიცოცხლე მისცა ევროპას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ევროპას უბიძგა, გაეცნობიერებინა თავისი ძალა, რომლის გამოსაყენებლადაც იგი უკვე მზადაა.

„ის, რაც არ მოხდა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ეს ევროპის ერთობაა, რომელიც მე ვფიქრობ, ყველასთვის გასაკვირია და ნამდვილად ისტორიული ფაქტია, რაშიც ჩემის აზრით,  დიდი წვლილი ემანუელ მაკრონს მიუძღვის, მაგრამ ასევე გარემოებებს და რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ვლადიმერ პუტინს, რომელმაც შექმნა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა; მან მეორე სიცოცხლე მისცა ევროპას; ეს ის ევროპაა, რომელიც აცნობიერებს თავის ძალას და მზადაა მის გამოსაყენებლად.  გერმანიის ცვლილება, მისი საგარეო პოლიტიკის ცვლილება  ისტორიული ფაქტია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა რადიო RFI-სთან ინტერვიუში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics