06:43 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 20:41:10, 813 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს - დაჯექი მოლაპარაკების მაგიდასთან, ოღონდ არა 30 მეტრში, როგორც სხვებთან, მე არ ვიკბინები

„რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან! თუ ახლა წასვლა არ გინდა, ჩემთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯექი. არ ვიკბინები, ნორმალური კაცი ვარ! დამელაპარაკე, რისი გეშინია?!“, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მთავარსარდალს, ვლადიმერ პუტნს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით,  უკრაინა და უკრაინელი ხალხი ტერორისტები არ არიან, ისინი სხვა სახელმწიფოების მიწებს არ იტაცებენ და არც არავის ემუქრებიან.

„რა გინდა ჩვენგან? წადი ჩვენი მიწიდან! თუ ახლა წასვლა არ გინდა, ჩემთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯექი. მე თავისუფალი ვარ. დაჯექი ჩემთან, ოღონდ არა ოცდაათ მეტრში როგორც მაკრონთან, შოლცთან და ასე შემდეგ. მე ხომ მეზობელი ვარ, არ არის საჭირო ოცდაათ მეტრზე მამყოფო, მე არ ვიკბინები, ნორმალური კაცი ვარ! დაჯექი ჩემთან, დამელაპარაკე. რისი გეშინია?! ჩვენ არავის ვემუქრებით. ჩვენ არ ვართ ტერორისტები, არ ვიტაცებთ ბანკებს და არ ვიტაცებთ სხვის მიწებს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის ნათქვმსაც გამოცემა UNIAN, ტელეგრამზე ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics