|
2022-03-02 10:32:29, 896 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის რადას დეპუტატი - საქართველოს ხელისუფლება ღალატობს ქართველ ხალხს, ის რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს
საქართველოს ხელისუფლება თავისი გადაწყვეტილებით, რაც უკრაინას ეხება, ღალატობს ქართველ ხალხს და უკრაინელებს, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისულებამ აირჩია დიქტატორი, აგრესორი პუტინისა და ლუკაშენკოს პოლიტიკა, ამიტომ ის, რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს. „საქართველოს ხელისუფლება თავისი გადაწყვეტილებით, რაც უკრაინას ეხება, ღალატობს ქართველ ხალხს და ასევე უკრაინელებს - რუსეთისთვის სანქციების არდაწესებით, ქართველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლით, რომ ჩამოვიდნენ უკრაინაში და მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა. სწორედ ამ ქმედებებიდან მოხდა საქართველოდან უკრაინის ელჩის და ეს სწორი გადაწყვეტილებაა. საქართველოს მოსახლეობა უნდა დაფიქრდეს იმაზე, თუ როგორი ხელისუფლება ჰყავს. საქართველო არის ქვეყანა, რომელიც გვიყვარს და პატივს ვცემთ. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია დიქტატორი, აგრესორი პუტინის და ლუკაშენკოს პოლიტიკა. საქართველოში ხელისუფლება რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ „მთავარ არხთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია და მიზეზად, სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების „ამორალური პოზიცია“ დაასახელა.
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)