|
2022-03-02 09:57:32, 639 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინაში შეჭრით მსოფლიო გადატრიალდებოდა, ამის ნაცვლად, დახვდა სიძლიერის კედელი
ვლადიმერ პუტინი ფიქრობდა, უკრაინაში შეიჭრებოდა და მსოფლიო გადატრიალდებოდა, ამის ნაცვლად, მას დახვდა სიძლიერის კედელი, დახვდა უკრაინელი ხალხი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში, ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთანავე, ჯო ბაიდენი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის მიერ წამოწყებული ომი იყო წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული იყო. „ექვსი დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იფიქრა, რომ შეარყევდა თავისუფალი მსოფლიოს საფუძველს, ფიქრობდა, რომ თავისი მუქარის გზით დააჩოქებდა, თუმცა ის ძლიერად შეცდა. ამის ნაცვლად, მას დახვდა სიძლიერის კედელი, რომელსაც ვერასდროს იფიქრებდა ან წარმოიდგენდა, მას დახვდა უკრაინელი ხალხი. პრეზიდენტი ზელენსკი და თითოეული უკრაინელი, მათი უშიშროება, სიმამაცე და სიმტკიცე შთააგონებს მსოფლიოს. პუტინის ომი იყო წინასწარ განზრახული და არაპროვოცირებული. მან უარი თქვა დიპლომატიურ ძალისხმევაზე. ის ფიქრობდა, რომ დასავლეთი და ნატო არ უპასუხებდნენ და ის შეძლებდა ჩვენს დაყოფას აქ ამ პალატაში, ამ ქვეყანაში და ასევე, ევროპაში. პუტინი ცდებოდა. ჩვენ მზად ვიყავით. ჩვენ ერთიანი ვართ და ჩვენ ერთიანი დავრჩით", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)