03:53 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 04:37:11, 779 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენშტაბი - რუსები კარგავენ თავდასხმით პოტენციალს, ოკუპანტებს რესურსი ელევათ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის აცხადებს, რომ რუსები კარგავენ თავდასხმით პოტენციალს. 
შეიარაღებული ძალები იუწყება, რომ ოკუპანტმა ვერ შეძლო წარმატების მიღწევა ვერც ერთ მიმართულებაზე. 

"იმის მიუხედავად, რომ მტერი კარგავს შემტევ პოტენციალს, ის აგრძელებს დაბომბვის შედეგად ზარალის მიყენებას სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მტერი არ ტოვებს მიზნის მიღწევის სურვილს და საკუთარი შეტევითი პოტენციალი თითქმის ამოწურულია, გეგმავს შეუერთდეს ბელორუსის რესპუბლიკის ყველაზე გაწვრთნილ სამხედრო ნაწილებს, დაასრულოს კონცენტრაცია უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ. კიევის ირგვლივ ვითარება კვლავ დაძაბულია. პოლისიაში მტერი აგრძელებს შეტევის განახლების მცდელობას დედაქალაქის მიმართულებით.

რუსული საოკუპაციო ძალები იყენებენ ტაქტიკას ინფრასტრუქტურის განადგურებისა და დასახლებებზე სარაკეტო და იერიშის მიტანით, ამას აკეთებენ, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უგულებელყოფით." - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებაში.
ყველა მიმართულებაზე უკრაინის სამხედრო ძალები არტილერიისა და უპილოტო საფრენი აპარატი Bayraktar ТВ2-ის დახმარებით ინარჩუნებენ გარკვეულ საზღვრებს





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics