12:57 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 17:13:49, 388 ნახვა

მსოფლიო
აშშ რუსეთის ცენტრალურ ბანკს სანქციებს უფართოებს

შეერთებული შტატები რუსეთის ცენტრალურ ბანკზე სანქციებს აფართოებს, რითიც ყველა აქტივი, რომელსაც აშშ-ში ფლობს ბანკს ეყინება. ამასთანავე, ამერიკელებს რუსეთთან რაიმე სახის ტრანზაქციებში ჩართვის უფლება ებლოკებათ.

დღევანდელ განცხადებაში აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება შეეხება რუსეთის ფედერაციის ცენტრალურ ბანკს, რუსეთის ნაციონალურ სიმდიდრის ფონდს, რომელსაც ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე მართავს. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian იუწყება.

„უპრეცედენტო ქმედება, რომელსაც დღეს ვახორციელებთ, მნიშვნელოვნად შეზღუდავს რუსეთის უნარს გამოიყენოს აქტივები მისი დესტაბილიზაციის დასაფინანსებლად და მიზანში იღებს იმ სახსრებს, რომლებზედაც პუტინი და მისი ახლო წრეა დამოკიდებული უკრაინაში მისი შეჭრის გასააქტიურებლად. დღეს, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინაციით, ჩვენ ვასრულებთ ძირითად ვალდებულებებს, რომ შევზღუდოთ რუსეთის წვდომა ამ ღირებულ რესურსებზე“, - განაცხადა აშშ-ს ხაზინის მინისტრმა, ჯანეტ იელენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics