2022-02-26 15:45:28, 560 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო - უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ტაძრებში ბურღულეულს, ზეთს, ფქვილს, მედიკამენტებს შევაგროვებთ
საქართველოს საპატრიაროს განცხადებით, 27 თებერვლიდან, კვირიდან, თბილისის ყველა მოქმედ ტაძარში, წინამძღვრებთან შეთანხმებით, დაიწყება არაფუჭებადი პროდუქტისა (ბურღულეული, ზეთი, ფქვილი წყალი, ა.შ. ) და პირველადი დახმარების მედიკამენტების შეგროვება უკრაინის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორგანიზატორი ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანია".
„ეპარქიებში კი გზავნილის მიტანის ადგილს ადგილობრივი მღვდელმთავარი განსაზღვრავს. მხარდამჭერი - ჩოხოსანთა საზოგადოება. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა ამ ღვთისსათნო საქმეში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,