01:19 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 22:04:13, 503 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - ნატო უკრაინისთვის იარღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას კვლავ განაგრძობს

„ნატო გააგრძელებს უკრაინისთვის იარღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ნატოს გენერალური მდივანი იუწყება, რომ ალიანსი უკრაინას ათასობით შეიარაღებული ძალითა და საჰაერო თუ საზღვაო თავდაცვის სისტემებით დაეხმარება.

მისივე თქმით, ნატო მეტოქეს არ მისცემს საბაბს, რომ ალიანსმა მე-5 მუხლი აამოქმედოს.

„მოძრაობა ხდება კიევის მიმართულებით. კიევში ეს დემოკრატიული მთავრობის დამხობა არ შეიძლება. სიტუაცია არამდგრადია. უკრაინელი სამხედრობი ძალიან ვაჟკაცურად იბრძვიან. ნატო-ელი მოკავშირეები შეიკრიბნენ დღეს და გადაწყვიტეს, რომ განაგრძობენ უკრაინის მიმართართ არსებული დახმარების გაწევას. 
მსგავსი კრიზისი რომელიც ათწლეულობის განმავლობაში არ ყოფილა. ყურადღებით ვართ, თუ რა ხდება უკრაინაში და როგორ მიდის იქ ბრძოლები. ჩვენ ვაკვირდებით თუ რა მოხდება და რა სახის საფრთხე დადგება უკრაინის ფარგლებს მიღმა. ნატო გააგრძელებს იარღის, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას. ჩვენ ათასობით შეიარაღებულ ძალებზე ვსაუბრობთ, ასევე, საჰაერო და საზღვაო შეიარაღებაზეც.
ციფრული შეტევა, ნამდვილად აამოქმედებს მე-5 მუხლს, მაგრამ არ ვართ იმ მდგომარეობაში, რომ მივცეთ საბაბი მეტოქეს მან ამ მუხლის ამოქმედება გამოიწვიოს. ჩვენ ჩვენ ციფრულ სისტემას დავიცავთ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics