23:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 00:38:50, 552 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის 53 ქალაქში ომის საწინააღმდეგო აქციებზე 1708-ზე მეტი ადამიანია დაკავებული

24 თებერვალს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება რუსეთის ბევრ ქალაქში. 24.02.22 23:27 მგომარეობით, 53 ქალაქში უკვე 1708-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ «ОВД-Инфо»  იუწყება.

პეტერბურგში, ნეველის პროსპექტზე, არასრულწლოვანი დააკავეს. MR7 გამოცემა იუწყება, რომ ბიჭი დაახლოებით 12 წლისაა. მომხდართან დაკავშირებით რედაქციამ ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს მიმართა.
ამასობაში მოსკოვის ცენტრში აქცია გაიმართა. ხალხი სკანდირებს: "არა ომს!"

მოსკოვის გარდა გამოვიდა ისეთი ქალაქებიც, როგორიცაა პეტერბურგი, ნოვოსიბირსკი, ნიჟნი ნოვგოროდი.
მძიმე დაკავებების გარეშე, რა თქმა უნდა.

უკრაინელები! დარეკეთ, მიწერეთ ყველა თქვენს მეგობარს და ნაცნობს რუსეთში!

სთხოვეთ ყველას უთხრან, რომ რუსი ჯარისკაცები ახლა უკრაინაში კვდებიან - ვიღაცის ვაჟები.
წაახალისეთ ისინი უყურონ სატელიტურ ტელეარხებს - BBC, CNN, რათა დაინახონ რა საშინელება ხდება ახლა უკრაინაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics