18:15 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 23:54:51, 512 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - პუტინის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები „მაგიდაზეა“

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ პირდაპირი სანქციები ჯერ კიდევ „მაგიდაზეა“.

მან აღნიშნა, რომ დღეს, თეთრ სახლში მის გამოცხადებული სანქციები ნამდვილია და „ბლეფი არ არის“.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, რუსულ ბანკებზე სანქციები ამავე ქვეყნის SWIFT-დან გაგდების თანაბარი, ან შესაძლოა, უფრო მეტი შედეგის მომტანიც იყოს. 

ჯო ბაიდენმა ასევე, ჟურნალისტის ერთ-ერთ შეკითხვასაც უპასუხა და დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინს ფაქტობრივად, ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენაც სურს, რის გამოც დაწესებული სანქციებით მოქმედება უფრო მეტად მნიშვნელოვანია.

„ეს არ არის ბლეფი. ისინი ნამდვილად მაგიდაზეა. სანქციები, რომლებიც ჩვენ წამოვაყენეთ ყველა მათ ბანკზე, თანაბარი შედეგისაა, შესაძლოა უფრო მეტი შედეგის, ვიდრე SWIFT.
ვლადიმერ პუტინს ბევრად უფრო დიდი ამბიციები აქვს, ვიდრე უკრაინა, მას სურს, ფაქტობრივად, აღადგინოს ყოფილი საბჭოთა კავშირი. თუ ჩვენ ახლა მის წინააღმდეგ ამ მნიშვნელოვანი სანქციებით არ ვიმოქმედებთ, გამბედაობა მოემატება", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics