00:14 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 13:37:38, 782 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, უკრაინაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე მუშაობას საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ.

სამინისტრო უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებს თხოვს გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. 

„24 საათის განმავლობაში მოქმედებს ცხელი ხაზი, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, რომელზეც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, ვთხოვთ თვალ-ყური ადევნონ და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები, ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან უწყება კიევსა და ოდესაში საელჩოს საკონტაქტო ინფორმაციასაც ავრცელებს:

საქართველოს საელჩო, კიევი: +380 (63) 376 77 68; +380 (44) 590 69 50; +380 (93) 544 01 47;

გენერალური საკონსულო, ოდესა: + 380 (63) 176 75 55; +380 (93) 761 17 17;

საგარეო საქმეთა სამინისტრო: +995 (32) 2 94 50 50





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics