21:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 01:21:27, 963 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკიმ განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა რეზერვისტების გამოძახების ბრძანება სპეციალური პერიოდის განმავლობაში.

ამის შესახებ მან სამშაბათს საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა განმარტა, რომ საუბარია მხოლოდ ოპერატიული რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებზე. პრეზიდენტის თქმით, საყოველთაო მობილიზაცია არ არის საჭირო.

„ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინის ჯარების მზადყოფნა ოპერატიულ ვითარებაში, ყველა შესაძლო ცვლილებისთვის. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში მოეწყობა თავდაცვის სისტემის რეზერვისტებისთვის საწვრთნელი ბანაკებიც. “- დასძინა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკიმ დაამატა: „ვიდრე ჩვენი სამხედროები გვიცავენ, უნდა ვიმუშაოთ, ჩავდოთ ფული ეკონომიკაში, გამოვიშუმაოთ, რათა არმია დავაფინანსოთ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics