|
2022-02-22 18:16:32, 1336 ნახვა
რეგიონი
აჭარაში ტყვიის კვლევის პროგრამა ამოქმედდა
წელს, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ორსულ და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში ტყვიის შემცველობის განსაზღვრას, გაფართოვდა. 2022 წლიდან პროგრამით 8-14 წლამდე მოზარდები ისარგებლებენ. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი, პროგრამის ფარგლებში დღეს ირის ბორჩაშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრი ,,მედინა“-ში, მეან-გინეკოლოგებს შეხვდნენ და ორსულთა კონსულტირებისა და ანალიზის აღების პროცესს ადგილზე გაეცნენ. მათივე ინფორმაციით, ასევე, ბავშვების კონსულტირებას და ანალიზის აღების პროცესს, გაეცნენ საოჯახო მედიცინის ცენტრშიც. ,,მიმდინარე წელს კვლევა ჩაუტარდება საპროგნოზოდ 4500 ორსულსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალს, ბენეფიციარებს კვლევის შედეგების მიხედვით ჩაუტარდება განმეორებითი კვლევები. ამასთან ერთად, კვლევა ჩაუტარდება პირველადი ჯანდაცვის ქსელიდან რეფერირებულ 8-14 წლამდე ასაკის საპროგნოზოდ 3800 ბავშვს. პარალელურად ჩვენ ვიკვლევთ მიზეზებსაც. უნისეფთან ერთად დაავადების კონტროლის ცენტრმა დაიწყო წყლის და გარემოში არსებული სხვა გამომწვევი მიზეზების კვლევა, რაც იწვევს ტყვიის შემცველობის გაზრდას ორგანიზმში“ - აღნიშნა შეხვედრაზე მარი ზანაქიძემ. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით ,,აჭარაში პროგრამის განხორციელების კარგი პრაქტიკაა. პროგრამა რეგიონში 2020 წლიდან ხორციელდება. გასულ წელს 6000-მდე ორსულის კვლევა ჩატარდა და საკმაოდ სერიოზული მაჩვენებლებია. კერძოდ, 300-ზე მეტი ორსულის სისხლში აღმოჩნდა ტყვიის მაღალი შემცველობა. პროგრამით მოსარგებლეები არიან აჭარის ა.რ. სამედიცინო დაწესებულებებში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ,,დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“ ანტენატალური კომპონენტით მოსარგებლე ორსულები და ლაქტაციის პერიოდში მყოფი ქალები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. წელს პროგრამა გაფართოვდა და პროგრამით 8-14 წლამდე მოზარდები უკვე სარგებლობენ“. 38 კვირის ფეხმძიმე, სოდიკო კახაძეს თქმით ,,პირველი კვლევა 12 კვირის ფეხმძიმობის პერიოდში გაიკეთა. მაჩვენებელი იყო 4 და არანაირი მედიკამენტი არ დასჭირვებია, განმეორებით დღეს ჩაუტარდა კვლევა და ანალიზის პასუხის შემდეგ ელოდება თუ რა რჩევას მისცემს ექიმი“. ქალებს კვლევები ჩაუტარდებათ იმ დაწესებულებაში, სადაც ანტენატალური მომსახურების სერვისს იღებენ, აუცილებელია რეგისტრირებულნი იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ხოლო ბავშვების კვლევის საჭიროებას განსაზღვრავს ოჯახის ექიმი.
ევროკავშირმა პირველად დააწესა სანქციები ირანს ნავიგაციის თავისუფლების საფრთხის გამო
Bloomberg: ბრიტანელების ნახევარზე მეტი მხარს დაუჭერს ევროკავშირში დაბრუნებას
პარლამენტი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის წესებს ამკაცრებს - შესაძლოა აკრედიტაცია 1 წლით შეუჩერდეს მედიასაც
თავისუფლების მოედანი - შედეგებმა დაადასტურა სომხეთის ერთგულება ევროპული მომავლის მიმართ
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ზელენსკიმ აბრამოვიჩის მეშვეობით პუტინს პირადი შეხვედრის შეთავაზება და დონბასის დათმობაზე უარის თქმა გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)