01:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-22 15:21:10, 488 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - ველოდები კონსულტაციების გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან რუსეთის ქმედებებზე

ველოდებით კონსულტაციების გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მომხდარი რეგიონისთვის და რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ამ ვითარებიდან, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარების გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების წესრიგის დარღვევა საბოლოოდ ყველას უსაფრთხოებას ეხება.

"ევროპელმა ლიდერებმა უკვე მკაცრად დაგმეს პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, ლუგანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევაა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ უსაფრთხოების წესრიგის დარღვევა საბოლოოდ ყველას უსაფრთხოებას ეხება. სანამ არ გავივლი კონსულტაციებს ევროპელ ლიდერებთან ამასთან დაკავშირებით, სხვა კომენტარს ვეღარ გავაკეთებ. ჩვენ ასევე ველოდებით კონსულტაციების გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მომხდარი რეგიონისთვის და რა არის შესაბამისი დასკვნები, რომელიც ამ ვითარებიდან უნდა გამოვიტანოთ". - თქვა ევროკავშირის ელჩმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics