2022-02-22 13:55:26, 486 ნახვა
საზოგადოება
ევროკავშირმა და FAO-მ საქართველოს კვლევითი ცენტრის სპეციალისტები საფრანგეთში გადაამზადეს
საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიისა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სპეციალისტები საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრებში გადამზადდნენ.
სასწავლო ტური ევროკავშირისა და FAO-ს მიერ, EU4Business პროგრამის „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში" ფარგლებში განხორციელდა.
უკვე ცნობილია, რომ 2024 წლიდან სანერგე მასალების სერტიფიცირება საქართველოში სავალდებულო ხდება, სწორედ ამიტომ სასწავლო ტურის მიზანი ვაზის დაავადების კონტროლისა და ინსპექტირების სფეროში საჯარო მოხელეების პროფესიული ცოდნის ამაღლება იყო.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),