|
2022-02-22 11:26:02, 510 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი აღიარებს ე.წ რესპუბლიკებს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების საზღვრებში
რუსეთი აღიარებს ე.წ რესპუბლიკებს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების საზღვრებში. ამის შესახებ რუსული მედია სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის ხელმძღვანელ ლეონიდ კალაშნიკოვზე დაყრდნობით იუწყება. ამავდროულად, გუშინ, რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი კლიმოვმა, ფედერაციის საბჭოზე განაცხადა, რომ რუსეთი აღიარებს ლუგანსკს და დონეცკს იმ საზღვრებში, რომლებიც ამჟამად არსებობს. კალაშნიკოვის განცხადება ცვლის სიტუაციას - უკრაინა ახლა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიების ნაწილს აკონტროლებს, იქ სამხედრო პერსონალია. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის თანახმად, რუსეთის ჯარებს შეუძლიათ შეტევა უკრაინულ ფორმირებებზე, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან კონტაქტის ხაზზე, რათა კონტროლი მოიპოვონ ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების მთელ ტერიტორიაზე. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა „მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. მანამდე, კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ვლადიმირ პუტინმა დასავლეთს აცნობა, რომ დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმამ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების მოთხოვნით პუტინს 15 თებერვალს მიმართა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)