01:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 12:21:10, 708 ნახვა

პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - ფაქტებით დასტურდება, რომ გიორგი გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“

ფაქტებით დასტურდება, რომ გიორგი გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ადამიანი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების მატარებელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

როგორც ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი გახარია სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ინტერესების შესაბაისად გადადგა და პატივი არ სცა კანონის უზენაესობას.

„გახარია გადადგა „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ლიდერის ინტერესების შესაბამისად და მან პატივი სცა არა კანონის უზენაესობას და სამართლიანი სახელმწიფოს პრინციპებს, არამედ რადიკალური ჯგუფების მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ეს ფაქტი ასევე დასტურდება საკრებულოებში მათი კოალიციით და „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ლიდერების განცხადებებით. რამდენიმე თვის წინ გახარიას სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებდნენ და მასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობას გამორიცხავდნენ, გავიდა რამდენიმე თვე და მასთან თანამშრომლობა შესაძლებელი გახდა. ეს კრავს იმ წრეს, რაზეც აქამდე ვამბობდით, რომ გახარია უდრის „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics