19:03 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 12:08:11, 1152 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალები - გუშინ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაარღვია, დაშავებულია 2 უკრაინელი სამხედრო

გასული დღის განმავლობაში, 17 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა  60-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აღმოსავლეთ უკრაინაში, გაერთიანებული ძალების ოპერაციის (JFO) რაიონში,  მათ შორის 43 შემთხვევაში მინსკის ხელშეკრულებებით აკრძალული იარაღის გამოყენებით. 

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა, მეორე კი დაშავდა.

ასევე, რუსული საოკუპაციო ძალების მიერ დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.

„მოწინააღმდეგის მოქმედების შედეგად გაერთიანებული ძალების ერთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა, მეორე კი - დაშავდა. სამხედროები სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დაშავებულის კი - დამაკმაყოფილებელი.

რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ დაბომბვის შედეგად ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა. გუშინ ასევე მტრის დაბომბვამ დააზიანა საბავშვო ბაღის შენობა, ელექტროგადამცემი ხაზები, გაზსადენი და გაანადგურა ორი კერძო სახლი სტანიცა ლუგანსკაში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სამმა თანამშრომელმა თავის ტვინის შერყევა მიიღო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics