22:49 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 18:16:28, 860 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში, ავშნიანის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა დაიწყო. ამ ეტაპზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნუშის ქუჩის ბოლო მონაკვეთზე მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ავალიშვილისა და ნუშის ქუჩის ბოლო ნაწილში 846 გრძივ მეტრზე გოფრირებული მილები ეწყობა, ასევე, 23 ჭა და 17 ცხაური დამონტაჟდება.

სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად გაეცნო.

„ავშნიანის დასახლებაში, ავალიშვილისა და მიმდებარე ქუჩებზე ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა. სანიაღვრე სისტემის დამონტაჟების შემდეგ გზის საფარის დაგება დაიწყება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის უპრობლემოდ გადაადგილებას. შემდეგ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდებარე ქუჩებზე გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.

სანიაღვრე ქსელის მოწყობის საპროექტო ღირებულება 212 385 ლარია. მიმდინარე სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics