02:55 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 14:26:19, 567 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დამნაშავედ ცნობილი ადამიანის დაყენება ამომრჩეველის შეურაცხყოფაა

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დამნაშავედ ცნობილი ადამიანის დაყენება კონკრეტული მუნიციპალიტეტის ამომრჩეველის შეურაცხყოფაა. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბადრი ჯაფარიძის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაყენებასთან დავაკშირებით განაცხადა.

ამასთან, მდინარაძე ხაზს უსვამს იმას, რომ ჯაფარიძე  „ნაცმოძრაობის“ კანდიდატია.

 „ბადრი ჯაფარიძის დაყენება ჩვენი კანდიდატის კონკურენტ კანდიდატად, მათთვის პრაგმატულადაც კი ძალიან წამგებიანია. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი დამნაშავედ ცნეს და ამის შემდეგ შესთავაზეს ის კანდიდატად გარდაბნელებს და რუსთაველებს. გახსოვთ ალბათ, რამდენ რაიონში დააყენეს მათ დამნაშავე კანდიდატები, არა ჩვენი შეფასებით, არამედ სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ისინი პერმანენტულად აყენებენ ხოლმე დამნაშავე კანდიდატებს, რითაც შეურაცხყოფას აყენებენ იმ კონკრეტული მუნიციპალიტეტის ხალხს, ამომრჩეველს და საზოგადოებას. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ბადრი ჯაფარიძე იქნება „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics