|
2022-02-14 15:50:27, 690 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ ფრენების უსაფრთხოების გარანტისთვის ავიაკომპანიებს 420 მილიონი ფუნტი გამოუყო
რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის პარალელურად, უკრაინის ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ ავიაკომპანიებს დაფინანსებას უზრდის. აღნიშნულის მიზეზად უკრაინის საჰაერო სივრცის ღიად დარჩენა სახელდება, რათა ტერიტორია კომერციული ფრენებისთვის აქტიური დარჩეს. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ 420 მილიონი ფუნტი გამოყო. „ეს გადაწყვეტილება სამგზავრო საჰაერო ტრანსპორტირების ბაზარზე არსებულ ამჟამინდელ მდგომარეობას დაასტაბილურებს და უცხო ქვეყანაში მყოფი უკრაინის მოქალაქეების შინ დაბრუნების გარანტიას მოგვცემს“, - აღნიშნა დენის შმიგალმა. უკრაინის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მას შემდეგ მოხდა, რაც დასავლურმა ავიაკომპანიებმა ქვეყანაში მუშაობაზე, დროებით უარი განაცხადეს. ამბის შესახებ ინფორმაციას BBC News იუწყება.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)