|
2022-02-14 14:21:50, 745 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე უკრაინის მოვლენებზე - ვიღაცები რაღაც შანსებს ხედავენ ამ ომში, მათ შორის საქართველოშიც
ვიღაცები რაღაც შანსებს ხედავენ ომში, მათ შორის საქართველოშიც. მგონი, ეს იმის გაგრძელებაა, რაც 2008 წელს ვიხილეთ ამ ადამიანებისგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითიც რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველომ უკრაინის თემაზე ძალიან მკაფიო პოზიცია გამოხატა და საპარლამენტო რეზოლუციით სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს. „მსოფლიოში სულ იყო რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც მიიღო რეზოლუცია უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი იყო საქართველო, სადაც გამოიხატა ძალიან მკაფიო პოზიცია უკრაინის თემაზე. ჩვენ დავამტკიცეთ საპარლამენტო რეზოლუცია, სადაც მკაფიო სოლიდარობა გამოვუცხადეთ უკრაინელ ხალხს და გამოვთქვით ჩვენი სურვილი, რომ ჩვენი წვლილი, ჩვენი წილი წვლილი შევიტანოთ ომის არდაშვებაში უკრაინაში. ამაზე ხმამაღალი განცხადება, მგონი, არ შეიძლებოდა, გაკეთებულიყო. დანარჩენი, ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვართ არსებული ვითარებით, არის საკმაოდ მძიმე და რთული ტენდენცია. ჩვენ კვლავაც ვიტოვებთ იმედს, რომ ომი არ დაიწყება უკრაინაში, ეს ომი იქნება მძიმე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად რეგიონისთვის, ევროპისთვის. შესაბამისად, ყველას მთავარი ამოცანა უნდა იყოს ომის არდაშვება და აქ თუ რამე შეგვიძლია, ჩვენ გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, მაქსიმუმს გავაკეთებთ, ეს არის ჩვენი ამოცანა. დანარჩენი, დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ჩვენი შესაბამისი რეაქციები, ბუნებრივია, გამოხატული იქნება მოვლენების კვალდაკვალ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)