05:03 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-06 14:22:53, 928 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - არავითარი შეზღუდვები არ იქნება, მთავარი მოწოდება გახლავთ, რომ ავიცრათ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში არანაირი შეზღუდვების დაწესება არ იგეგბემა. 

როგორც გამყრელიძემ "რუსთავი 2-თან" საუბრისას აღნიშნა, საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება უცვლელია და საჭიროა, რომ მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი აიცრას ბუსტერ დოზით, რადგან აცრა აკავებს ინფექციას.

"არავითარი შეზღუდვები არ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება გახლავთ, რომ ავიცრათ, რადგან აცრა აკავებს ინფექციას. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერიზაცია. რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება, მით უფრო კარგად შეკავდება ინფექცია და მშვიდად ვიქნებით, რომ არ გვექნება რთული შემთხვევები. 6,4% ადამიანია ბუსტერით აცრილი, რაც ძალიან ცოტაა. სასურველია 1 200 000 ადამიანის ბუსტერით აცრა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics