09:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 18:50:59, 671 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - „ნაცმოძრაობა“ ლეგიტიმურ პარლამენტში საგამოძიებო კომისიას კოლაბორაციონიზმს ეძახდა, დღეს არალეგიტიმურში კი, ამ კომისიას ქმნიან

„მიხეილ სააკაშვილის საკითხის წინ წამოწევა კომისიის სახით არის შიდაპარტიული პრობლემების გამოძახილი. რა ეფექტს ელოდებიან ამ პარლამენტში კომისიისგან, სადაც ოპოზიციას უმრავლესობა არც ექნება. როდესაც არალეგიტიმურს ეძახი პარლამენტს, საკუთარ თავს არ უნდა ახტებოდე და არ იძლეოდე მაგალითს, რომ სიტყვას ფასი არ აქვს, ესე იგი საზოგადოებას პატივს არ სცემ“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში საგამოძიები კომიისიის შემქნის ინიციატივას“.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ლეგიტიმურ პარლამენტში, ამას კოლაბორაციონიზმს ეძახდა და დღეს კი, „არალეგიტიმურ“ პარლამენტში ზუსტად ასეთ კომისიას ქმნიან.

„მიხეილ სააკაშვილის საკითხის წინ წამოწევა კომისიის სახით არის შიდაპარტიული პრობლემების გამოძახილი. რა ეფექტს ელოდებიან ამ პარლამენტში კომისიისგან, სადაც ოპოზიციას უმრავლესობა არც ექნება. როდესაც არალეგიტიმურს ეძახი პარლამენტს, საკუთარ თავს არ უნდა ახტებოდე და არ იძლეოდე მაგალითს, რომ სიტყვას ფასი არ აქვს, ესე იგი საზოგადოებას პატივს არ სცემ. ნაციონალური მოძრაობის“ გადადგმული ნაბიჯები, რეჟიმის მხარდამჭერ და უგუნურ ნაბიჯებად მიაჩნია, რადგან „თავად შექმნეს ატმოსფერო, როდესაც სხვა პოზიციის მქონე ხალხს ნაგვის ყუთებს ახურავდნენ და შემდეგ იგივე ქნეს, რისთვისაც სხვებს მოღალატეებს ეძახდნენ. თუ თვლიან, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია, მაშინ ამ ნაბიჯის გადადგმა არის სწორედ ის, რაც სჭირდება ივანიშვილის რეჟიმს - უნდობლობის გაჩენა პოლიტიკური პროცესის მიმართ მოქალაქეებში, როდესაც დღეს ერთს იძახი, ხვალ მეორეს და ორივეჯერ მართალი ხარ. ნორმალურ ვითარებაში საგამოძიებო კომისიის გამოყენება პარლამენტში არის აუცილებელი და აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი. „ნაციონალური მოძრაობა“ ლეგიტიმურ პარლამენტში ამას ეძახდა კოლაბორაციონიზმს და დღეს არალეგიტიმურ პარლამენტში ქმნიან ამ კომისიას“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics