|
2022-02-02 15:33:49, 938 ნახვა
მსოფლიო
EL PAIS-მა აშშ-სა და NATO-ს მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი კონფიდენციალური დოკუმენტები გამოაქვეყნა
ესპანური გამოცემა EL PAIS აშშ-სა და NATO-ს მიერ რუსეთის მხრიდან გაგზავნილ უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნაზე პასუხს ავრცელებს. კონფიდენციალური დოკუმენტის მიხედვით, აშშ და NATO რუსეთის მიერ შეთავაზებულ ხელშეკრულებასა და ღია კარის პოლიტიკის გაუქმებაზე უარს ამბობს. მიუხედავად ამისა, შტატები და ალიანსი მზადაა, შეიარაღების შეზღუდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე, რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყონ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებიდან თავისი ძალები უნდა გაიყვანოს. შესაბამისად, NATO თავისი ფუნდამენტური პრინციპების ერთგული კვლავ რჩება და აღნიშნავს, რომ ყველა სახელმწიფომ პატივი უნდა სცეს და დაიცვას სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი. გამოცემის ცნობით, ალიანსისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფოებმა თავი შეიკავონ მუქარისა და ძალის გამოყენებისგან.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)