09:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 12:58:28, 461 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე- ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია ძირშივე იყოს ამოძირკვული

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს, რომ მის უწყებაში კორუფციის ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

კახა კალაძემ თავის მოადგილეებს, სამსახურების უფროსებსა და გამგებლებს მიმართა, რომ თანამშრომლებთან ჰქონდეთ სათანადო კომუნიკაცია, რათა უკანონობა არ დაუშვან.

„თქვენ იცით, რომ მე ყოველთვის ვსაუბრობდი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ახლაც, განსაკუთრებით წლის დასაწყისში, ამ თემას მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი. მინდა კიდევ ერთხელ გაგაფრთხილოთ ყველა - დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსების, გამგებლების, სსიპ-ების, ააიპ-ების, შპს-ების ხელმძღვანელებით - ძალიან კრიტიკულები ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული. ეს არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ვინმემ არ იფიქროს, რომ რაღაცას არასწორად გავაკეთებ და ვერავინ გაიგებსო. ყველაფერს ძალიან კარგად ვხედავთ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა შესაბამის სამსახურებთან და ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია ძირშივე იყოს ამოძირკვული“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ყოველთვის მზად არის, რომ ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ, საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერა გამოხატოს, თუმცა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან პრინციპული იქნება.

„კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში, თქვენივე თანამშრომლებთან გქონდეთ კომუნიკაცია, რათა არაკანონიერება არავინ დაუშვას. თქვენ იცით, რომ ჩემი მხრიდან ყოველთვის გაქვთ თანადგომა. თუ რაიმე საჭიროებაა, პირადი დახმარებაა, მაქსიმალურად მზად ვარ, გვერდით დაგიგდეთ, ხელი შეგიწყოთ, მაგრამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ვიქნებით ძალიან პრინციპულები“, - განაცხადა კახა კალაძემ.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics