|
2022-02-02 11:07:36, 690 ნახვა
მსოფლიო
ჯონსონი - მხოლოდ უკრაინა არ მოხვდება რუსეთის გავლენის სფეროში, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვაზე, სხვა ქვეყნებზე
მხოლოდ უკრაინა არ მოხვდება რუსეთის გავლენის სფეროში, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვაზე, სხვა ქვეყნებზე. - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონმა განაცხადა. მისივე განცხადებით, კრიტიკული მომენტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის გვერდით დგომა. "ვფიქრობ, ეჭვგარეშეა რის მიღწევას ცდილობს პრეზიდენტი პუტინი უკრაინისთვის იარაღის დამიზნებით, უკრაინის დაშინებით. ევროპაში გვქონდა დოქტრინა, რომ ნებისმიერი ქვეყანა თავისუფალი იყო აერჩია დამოუკიდებლობა, სუვერენული ბედი. ეს შესანიშნავი იყო. ახლა რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ამ მიღწევას და შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების რუკა, შემოიღოს ახალი იალტა, შემოიღოს გავლენის ახალი სფეროები. მხოლოდ უკრაინა არ მოხვდება რუსეთის ახალ გავლენის სფეროში, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მოლდოვაზე, სხვა ქვეყნებზე. კრიტიკული მომენტია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის გვერდით დავდგეთ." - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)