09:37 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-01 21:43:24, 601 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - კალაძე და „შნირების ბანდა“ ვერასდროს გაიგებს, რას ნიშნავს ადამიანისთვის მგზავრობისთვის, თვეში 100 ლარის გადახდა

„მოსახლეობას მგზავრობა 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაეზარდა. კალაძე და „შნირების ბანდა“ ვერასდროს გაიგებს, თუ რას ნიშნავს ადამიანისთვის მგზავრობისთვის თვეში ზედმეტი 100 ლარის გადახდა“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იუწყება.

მისი განცხადებით, კახა კალაძეს და „ოცნების“ სხვა წევრებს, დედაქალაქის მერიის მიერ დახარჯული 70 მილიონი ლარიდან ფულის ამოღება, ადგილობრივი მოსახლეობისგან ხარჯზე სურთ.

„დედაქალაქის მოსახლეობას მგზავრობა 50 თეთრიდან 1 ლარამდე გაეზარდა. კალაძისა და სხვა შნირების ბანდისთვის, რომლებმაც პარალელურად ახალი ავტოპარკი შეიძინეს, ამაზე ჩივილი უბრალოდ სასაცილოა.

ისინი ვერასდროს გაიგებენ, რას ნიშნავს ადამიანისთვის მგზავრობისთვის თვეში ზედმეტი 100 ლარის გადახდა. ოღონდ, ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ ოჯახებზე, რომლებსაც ამ ფულით იაფი ელექტროგამათბობელი უნდა ეყიდათ, რათა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, გაზქურიდან გამოყოფილი CO-თი არ ამომხრჩვალიყვნენ.

შემთხვევითი არაა, რომ დედაქალაქის თვითგამოცხადებული მერი ერთი-ერთზე იმეორებს რუსების მესიჯებს, განსაკუთრებით ჩემთან მიმართებით. ქურდბაცაცა დარწმუნებულია, როგორც 2014-ში ამტკიცებდა, რომ იანუკოვიჩი იმარჯვებდა, რომ ახლა რუსეთი ამარცხებს უკრაინას, მერე საქართველოსთვისაც მოიცლის და თავის თავს საჯარო განცხადებებით "ჩერეზ" კანონიერი ქურდები და სხვა მეთოდებით "მეფისნაცვლად" სთავაზობს და თავისი მოკლე ჭკუით ჰგონია, რომ ამას ვერავინ შეამჩნევს.

ამავე დროს, 70 მილიონი გაისროლეს მხოლოდ ავტობუსებზე, რამდენიმე ერთეული მილიონი ახალ მანქანებზე და ვისგან უნდა ამოიღონ თუ არა 80% გაღატაკებული მოსახლეობისგან.

პრობლემა ის აქვს, რომ ვერცერთ ოპოზიციურ საკრებულოს წევრზე, რომელიც კალაძეს "ქურდს" უწოდებს, არ შეუძლიათ თქვან, რომ როდესმე რაიმე მოიპარეს, ან ვინმეს რაიმე ქონება აქვს დაგროვილი. გულში ალბათ გიჟებიც ჰგონიათ ირაკლი ნადირაძე, სოფო ჯაფარიძე ან საბა ბუაძე“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics