09:36 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-01 20:28:57, 564 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - უპრინციპო და მხდალი მეგობარი არც დასავლეთს ჭირდება და ვერც რუსეთთან ,,დაალაგებს" მონობით

,,უპრინციპო და მხდალი მეგობარი არც დასავლეთს ჭირდება და ვერც რუსეთთან ,,დაალაგებს" მონობით", - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო იცვლება, ახალი ძლიერი დემოკრატიული ბლოკებიც ყალიბდება. რუსეთის შიშის გამო კი, მიტაცებული სახელმწიფო მარტო ქვეყნის შიგნით და აწმყოში არ ზარალდება.

,,როგორ უნდა მოეხერხებინა საქართველოს რეჟიმს, რომ აქ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა არაა!
უპრინციპო და მხდალი მეგობარი არც დასავლეთს ჭირდება და ვერც რუსეთთან ,,დაალაგებს" მონობით.

მსოფლიო იცვლება - ახალი ძლიერი დემოკრატიული ბლოკებიც ყალიბდება. რატომ არ გაგვიგია არაფერი ბრიტანეთ- პოლონეთ - უკრაინის უაღრესად სასარგებლო კავშირში საქართველოს ყოფნის შანსებზე?

იმიტომ, რომ ამის შესახებ კრინტიც ვერ დაუძრავს რუსების შიშით ივანიშვილს!

მიტაცებული სახელმწიფო მარტო ქვეყნის შიგნით და მარტო აწმყოში არ გვაზარალებს და გვართმევს შანსებს!

ფოტოზე აღბეჭდილმა თითეულმა დროშამ იცის, რომ აგრესიას სხვებთან ერთად უნდა აღუდგეს წინ, რომ შემდეგი თავდასხმის ობიექტი შეიძლება თავადაც გახდეს და რომ ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლაში სიკეთის მხარე უნდა აარჩიო და მყარად დადგე - გასუსვა არ შველის!", - წერს ნიკა მელია Facebook-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics